ვლადიმერ ბოჟაძე – დღეს თუ ვინმეს არ უნდა სტატუსის მიღება, ეს ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი განაყოფი “ენჯეობი” და მედიები არიან


ავტორი
Front News საქართველო
დღეს თუ ვინმეს არ უნდა სტატუსის მიღება ეს მხოლოდ ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია და მათი განაყოფი ,,ენჯეოები” და მედიები არიან, სწორედ ისინი 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ ბრიუსელში, სტრასბურგში და ვაშინგტონში არ დაუშვან ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, სწორედ ამიტომ ებრძვიან ასე გაშმაგებით მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში წერს.
ვლადიმერ ბოჟაძის განმარტებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ოპოზიციას გამოაცლის ხელისუფელბისთვის “რუსული ოცნების“ დაძახების, არეულობის და ქაოსის მოწყობის საფუძველს გამოაცლის.
“ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და პარლამენტის ყოფილი წევრი, მაგრამ დღესაც მათი იდეოლოგი დავით დარჩიაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის რეალურ მიზანს: საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს! კიდევ უფრო შორს წავიდა რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ელენე (გავრილოვნა) ხოშტარიას პარტიის ,,დროა”-ს ერთ-ერთი ლიდერი მარიკა მიქიაშვილი: თურმე სტატუსის მიღება ევროკავშირთან კი არ დაგვაახლოებს, არამედ პირიქით, ქვეყანაში არ არსებულ ,,ავტორიტარიზმს” გაამყარებს, ანუ არ მოგვცეთ ეგ ისედაც სიმბოლური სტატუსიო!
რატომ? იმიტომ რომ ამით ოპოზიციას გამოეცლება საფუძველი იძახონ ,,რუსული ოცნება”, ,,რუსული მთავრობა” და მთავარი, გამოეცლებათ არეულობის, ქაოსისა და სისხლიანი რევოლუციის საფუძველი.
დღეს თუ ვინმეს არ უნდა სტატუსის მიღება ეს მხოლოდ ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია და მათი განაყოფი “ენჯეოები” და მედიები არიან, სწორედ ისინი 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ ბრიუსელში, სტრასბურგში და ვაშინგტონში არ დაუშვან ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, სწორედ ამიტომ ებრძვიან ასე გაშმაგებით მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, გახდება ევროკავშირის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი, ამას ქართველ ხალხთან ერთად გააკეთებს ,,ქართული ოცნება”!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
თაგები:
