
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი გეგმა გარედან არის თავს მოხვეული და საქართველოსთვის ომის ქარტიის შეთავაზებას გულისხმობს, რომლის მიზანია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანა, შემდეგ კი საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა.
“გეგმა იყო სისხლიანი რევოლუციის სცენარი, რითაც უნდა მოსულიყო “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში, თუმცა, ეს გეგმა დროზე ადრე იქნა გაშიფრული და ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ამ გეგმის აღსრულებას ვერ დაუშვებდა. ამიტომ შეიქმნა ახალი გეგმა და ეს არის გარედან თავს მოხვეული საქართველოსთვის “ომის ქარტიის” შეთავაზების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, “ნაციონალურ მოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანას და მერე, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს