
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოქმედების გეგმა დეტალურად ჩამოუწერიათ, მინიმუმ ხელისუფლების დისკრედიტაცია და მაქსიმუმ საქართველოს საომარ კონფლიქტში ჩარევა განუზრახავთ! ცხადია მათ არა უკრაინაში მიმდინარე ომი და უკრაინელი ხალხის ბედი ადარდებთ არამედ, ამ ფონზე საქართველოში ქაოსის და არეულობის მოწყობა უნდათ! – თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში, საონფორმაციო სააგენტო „კვირას“ ექსკლუზიურ მასალას ეხმიანება.
„ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტის და მიწაზე მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდლის, “მოშიმშილე” მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” უკრაინა-რუსეთის ომის საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. რუსეთის მეხუთე კოლონა უკრაინაში და საქართველოში შეხმატკბილებულად მოქმედებს: იქ ალექსეი გონჩარენკო ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს და მოსახლეობას სოხუმისკენ და ცხინვალისკენ გასეირნებისკენ მოგვიწოდებს, აქ ელენე ხოშტარია უკრაინის მხარდამჭერი აქციების ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოქმედების გეგმა დეტალურად ჩამოუწერიათ, მინიმუმ ხელისუფლების დისკრედიტაცია და მაქსიმუმ საქართველოს საომარ კონფლიქტში ჩარევა განუზრახავთ! ცხადია მათ არა უკრაინაში მიმდინარე ომი და უკრაინელი ხალხის ბედი ადარდებთ არამედ, ამ ფონზე საქართველოში ქაოსის და არეულობის მოწყობა უნდათ! საქართველოს არასდროს აგარევინებთ, არასდროს! ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებით, ვერასდროს! #მშვიდობადაწარმატებებიუკრაინას #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“ – წერს ბოჟაძე – facebook -ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს