Logo

ვლადიმერ ბოჟაძე – ნიკანორ, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე ღვთის წყალობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ზის და კიდევ ბევრი წელი იჯდება

პოლიტიკა
28.02.2022 / 17:56
Frontnews image description

საქართველო დღეს დგას უკრაინის გვერდით, მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო ფორმატში: გაერო, ევროპის საბჭო, ეუთო, გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნიკანორ მელიას განცხადებას, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეს შეადარა. 

 

მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობა” მუდმივ კომუნიკაციაშია ზელენსკის მტერთან, გონჩარენკოსთან და მეხუთე კოლონასთან. 

 

„ნიკანორ, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე ღვთის წყალობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ზის და კიდევ ბევრი წელი იჯდება. საქართველო დღეს დგას უკრაინის გვერდით, მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო ფორმატში: გაერო, ევროპის საბჭო, ეუთო, გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თქვენ და ,,ნაციონალური მოძრაობა” კი მუდმივ კომუნიკაციაში ხართ ზელენსკის მტერთან, გონჩარენკოსთან და მეხუთე კოლონასთან, მეტიც ავად ხართ მეხუთე კოლონა. საქართველოს რუსეთთან ომში ვეღარ ჩაითრევთ, ამ ქვეყანას აღარ აგარევინებთ! ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტს და მიწაზე მფორთხავ უმაღლეს მთავარსარდალს, თქვენს ,,მოშიმშილე” ბელადს ებარებოდეთ“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

თაგები:

Advertisement
მსგავსი სიახლეები
Frontnews - Similar news image

ვლადიმერ ბოჟაძე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებმაც ბრძოლის დროს მიატოვეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები, გაიქცნენ ქვეყნიდან და შემდეგ რუსეთს გადაუფორმეს ეკონომიკა და ენერგეტიკა, ბედავენ და ირაკლი ღარიბაშვილს ადარებენ სერგო ორჯონიკიძეს

Frontnews - Similar news image

ირაკლი ღარიბაშვილი – კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად

Frontnews - Similar news image

ირაკლი ღარიბაშვილი – მომავალი წელი ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი