Logo

ვლადიმერ ბოჟაძე – “ქართული ოცნებას” 1.8-ჯერ მეტი ამორჩეველი ჰყავს, ვიდრე მთელ ოპოზიციურ სპექტრს!

პოლიტიკა
911
Frontnews image description

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.

 

მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას 4-ჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 1.8-ჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს.

 

“NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით: “ქართული ოცნებას” 4-ჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” და 3.33-ჯერ მეტი ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად, ანუ ,,ქართული ოცნებას” 1.8-ჯერ მეტი ამორჩეველი ჰყავს, ვიდრე მთელ ოპოზიციურ სპექტრს!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები