
ავტორი
Front News საქართველო
ქსენოფობია არის სირცხვილი, ხოლო მისი გაღვივება დანაშაული! ომის და ღალატის პარტია, მისი პარტიული, ენჯეო და მედია დანამატებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ყველაფერს აკეთებს საქართველოს ომში ჩასართავად, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არეულობას, დესტაბილიზაციასა და რევოლუციას არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს.
“ქსენოფობია არის სირცხვილი, ხოლო მისი გაღვივება დანაშაული! ომისა და ღალატის პარტია, მისი პარტიული, ენჯეო და მედია დანამატებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ყველაფერს აკეთებს საქართველოს ომში ჩასართავად: დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებისკენ მოწოდებები, მოხალისეებისთვის ჩარტერული რეისების დანიშვნის მოთხოვნა, სანქციების დაწესება, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელება და სხვა. რადგან საქართველოს ხელისუფლებამ 24 საათიან რეჟიმში მუშაობით მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა და მათი გეგმა ჩავარდა, დღეს უკვე ახალი გეგმა ამუშავდა: ქსენოფობიის მაქსიმალურად გაღვივება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს დაპირისპირება და პროვოკაცია, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას ესკალაციამდე და რუსეთ-საქართველოს ომის ახალ ეტაპამდე მიიყვანს. არც ეს გეგმა გამოგივათ, არც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია, ამას არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს!“, – წერს ბოჟაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს