ვლადიმერ ბოჟაძე – როგორც ჩანს ახლა, ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს


ავტორი
Front News საქართველო
“ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, მათ სურვილს გაექცნენ პუტინის ომს და არ დახოცონ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს ახლა ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს,’’ – წერს თბილისის საკრებულოს წვერი ვლადიმერ ბოჟაძე.
“ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, მათ სურვილს გაექცნენ პუტინის ომს და არ დახოცონ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს ახლა ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს, იქნებ ამან გამოიწვიოს გარკვეული პროვოკაცია და რუსეთმა მეორე ფრონტი გახსნას საქართველოში. რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტით ფულით, ასევე კეზერაშვილის ქართული ჯარისთვის მოპარული და ბიზნესისთვის წართმეული ფულით დაფინანსებული ელენე გავრილოვნა ხოშტარია დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო სანახაობის და პროვოკაციის მოწყობას აპირებს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, თუმცა ამჯერადაც არაფერი გამოუვა.
რამდენი ტყუილი და დეზინფორმაცია არ უნდა გაავრცელოს ხოშტარიამ, საქართველოს უსაფრთხოება სრულად დაცულია, ამას ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და პარტნიორი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რადიკალურ ოპოზიციას კი ვერც კეზერაშვილის და ვერც სააკაშვილის დახარჯული მილიონები იხსნის გარდაუვალი მარცხისგან, იმ მარცხისგან რომელიც 10 წელია შეაჩვია ქართველმა ხალხმა!’’ – წერს ბოჟაძე.
თაგები:


ვლადიმერ ბოჟაძე – ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტის და მიწაზე მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდლის, „მოშიმშილე” მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” უკრაინა-რუსეთის ომის საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს

ვლადიმერ ბოჟაძე ივანიშვილზე – წავიდა პოლიტიკიდან და როგორც ჩანს, სწორედ ამას არ პატიობენ!

ვლადიმერ ბოჟაძე – რადიკალური ოპოზიცია, მისი დანაყოფები და განაყოფები როგორც ჩანს პოლარიზაციის დასრულებას შენობებში შევარდნით და იქიდან ხალხის წიხლებით გამოყრით აპირებენ!