
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო ყველგან, ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც 600-მდე საერთაშორისო დოკუმენტის მხარდაჭერით არის დადასტურებული, – აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
“26 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს მშობლიურ ენაზე საქართველოში. უკრაინის ელჩის გაწვევის და საქართველოს ელჩის გამოძევების მიუხედავად სახელმწიფო და ხალხი გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას პარტნიორებთან ერთად”.
თაგები:
ვლადიმერ ბოჟაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს