
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა – აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.
ბოჟაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება და გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას, უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.
“საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას! მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება. საქართველოს გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას, უზრუნველვყოფთ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას!
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს