
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი განზრახ მოეკლა ვინმეს.
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის არის, რადგან დადგინდა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი განზრახ მოეკლა ვინმეს, შესაბამისად არ არსებობს მტკიცებულება მის სიკვდილზე სახელმწიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია, მუდმივად ცდილობდა ამ ტრაგედიით მანიპულირებას, პოლიტიკური ქულების დაწერას, შვილმკვდარი მამის მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას. ახლა სიმართლე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადასტურდა. ამის შემდეგ, იმედია, მაინც დასრულდება ამ ტრაგედიით მანიპულირება, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და გაძლებას ვუსურვებ”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს