ვლადიმერ ბოჟაძე – ვერც საქართველოს და ვერც ევროკავშირის მართლსაჯულებას ოლიგარქი კეზერაშვილი ვერსად დაემალება


ავტორი
Front News საქართველო
FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000 (ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას” შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
“FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას” შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს. მილიონობით ლარს ახარჯავს ურეიტინგო ტელეკომპანიას, რომელიც ნაძარცვი ფულით შექმნა, თვალის ასახვევად მისი წილების ნაწილი თანამშრომლებს გადაცა და ახლა ,,ფორმულას” შესახებ “სიმართლის” გავრცელებაში იხდის ფულს. როგორც ჩანს კეზერას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ,,მედიამენეჯერად” მოხსენიება, თუმცა BBC-ის ცნობილმა სიუჟეტმა ეს ფულიც და შრომაც წყალში ჩაუყარა. დღეს კეზერას წინაამდეგ გამოძიებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიებისთვის ერთგვარი “იმუნიტეტის” შექმნის მცდელობაა ლობისტური კამპანიის დაფინანსება, თუმცა მილიარდობით ნაძარცი ფულიდან რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯოს ,,პატიოსანი ადამიანის” იმიჯის შექნმაში, ვერც საქართველოს და ვერც ევროკავშირის მართლსაჯულებას ოლიგარქი კეზერაშვილი ვერსად დაემალება, ვერც მისი მართვადი ,,ნაცმოძრაობა”, ვერც რადიკალური პოზიცია და ვერც მოსყიდული ენჯეო და მედია სექტორი უშველის!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:


ვლადიმერ ბოჟაძე – კეზერაშვილი საქართველოს წარსულია, სამარცხვინო წარსული!

ვლადიმერ ბოჟაძე – ეს არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და სამარცხვინო ფურცელი ამერიკის და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში

ვლადიმერ ბოჟაძე – საქართველოს სახელმწიფოს, დედა ეკლესიის და ქართულის იდენტობის მტრებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ღიად დაეფიქსირებინათ ზიზღი და სიძულვილი