
ავტორი
Front News საქართველო
ვისაც არ ეზარება ყველა თითს გვიქნევს, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა – საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ვისაც არ ეზარება ყველა თითს გვიქნევს, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა – საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსს ,,ატლანტიკური საბჭო”, მსოფლიო ბანკის, გაეროს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და სხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით ადგენს.
164 ქვეყანა 4 კატეგორიად იყოფა: მაღალი თავისუფლება, ზომიერი თავისუფლება, თავისუფლების დაბალი დონე და თავისუფლების უდაბლესი დონე. 2012 წლის შემდეგ შეფასება 6.68 პუნქტით გავაუმჯობესეთ და 73.38%-ით 50-ე ადგილზე ვართ.
საქართველო კეთილდღეობის ინდექსში 2012 წლის შემდეგ 17 ადგილით არის დაწინაურებული, კეთილდღეობის შეფასება 6.36 პუნქტით გაუმჯობესდა და 74.99%-ით 46-ე ადგილზე ვართ”, – წერს ბოჟაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს