ვლადიმერ კახაძე – ცალ მხარეს დგას კაცობრიობა და ცალკე დგას ვირუსი


ავტორი
Front News საქართველო
“ცალ მხარეს დგას კაცობრიობა და ცალკე დგას ვირუსი. ეს უხილავი მტერი ყველას მტერია. ჩემს გამოსვლას ყველა პოლიტიკურ შეხედულებაზე მაღლა დავაყენებ და არ დაგყოფთ. მადლობას გეტყვით ყველას, ვისაც ნიღაბი გიკეთიათ, ვინც მოუწოდებთ ნიღბის ტარებისკენ, ვინც აიცერით“, – ამის შესახებ ვლადიმერ კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
“მე ვისარგებლებ შემთხვევით და პირველად გავაკეთებ ძალიან მოკრძალებულ ოპტიმისტურ განცხადებას. 1965 დადასტურებული შემთხვევა არის დღეს გამოვლენილი. ორჯერ მეტი გამოჯანმრთელდა. 50 გვაქვს გარდაცვალება, მაგრამ შემცირებულია ისევე, როგორც გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა და 7%-ს უახლოვდება, ზოგიერთ რეგიონებში კი 4 %-ია. გუშინ 24 000-ზე მეტი ადამიანმა აიცრა და იმედია, რომ წლის ბოლოსთვის ეს ციფრი კიდევ გაიზრდება და სასურველ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს