Logo

ვლადიმერ მედინსკი – რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არ არის

მსოფლიო
29.03.2022 / 18:25
Frontnews image description

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არ არის.

 

“რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – აღნიშნა მედინსკიმ სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

 

მანამდე უკრაინელმა დიპლომატმა ალექსანდრე ჩალმა, რომელიც უკრაინულ დელეგაციაში იურიდიულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაში არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

თაგები:

რუსეთი
Advertisement