
ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პოზნერი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ თბილისში კარანტინის წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ და მოსკოვში უკვე დაბრუნდა.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს სტუმრებთან ერთად ჩამოვიდა. ის დღეს დაბადების დღის თბილისში აღნიშნავს აპირებდა, თუმცა კრემლის იდეოლოგს სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც საქართველოს დაგეგმილზე ადრე დატოვება მოუწია.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს