
ავტორი
Front News საქართველო
კაფე "სტამბასთან" აქტივისტები იკრიბებიან. ისინი საქართველოში რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას აპროტესტებენ.
პოზნერმა და მისმა თანხმლებმა ადამიანებმა სტამბის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსის მეშვეობით დატოვეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქტივისტები აპირებენ, რომ ავტობუსს გაყვნენ და აპირებენ შეახსენონ პოზნერს, რომ "აფხაზეთი საქართველოა".
რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს ჩამოვიდა. მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.
ვლადიმირ პოზნერს 1 აპრილს დაბადების დღე აქვს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს