ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. “სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის” სხდომის ჩასატარებლად ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
“ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის გაფართოებული შეხვედრა გამართა. განისაზღვრა რეგიონების ხელმძღვანელთა წინაშე მდგარი ამოცანები და 2024 წლამდე ეროვნული და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიზნები. შეხვედრაპრეზიდენტისა და ფედერაციის სუბიექტების ხელმძღვანელებს შორის არაფორმალური დიალოგის ფორმატში გაიმართა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინმა ასევე სასტუმრო კომპლექსი დაათვალიერა, რომელიც რუსული “სბერბანკის” განკარგულებაშია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს