ვლადიმერ პუტინი – ბევრი აცხადებს, რომ ჩვენი ბაზრიდან მიდის, მაგრამ არ მიდიან


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კვების სფეროში უცხოური კომპანიების ბაზრიდან გასვლით, რუსეთის ბაზარი გათავისუფლდება და გაიხსნება შესაძლებლობები.
მისი მტკიცებით, რუსული საკვები პროდუქტები უფრო ხარისხიანია, ვიდრე ევროპული, რადგან ევროპულ პროდუქტებში „ზედმეტად ბევრი ქიმია გამოიყენება“.
“ბევრი აცხადებს, რომ ჩვენი ბაზრიდან მიდის, მაგრამ არ მიდიან. ამიტომ თუ ისინი წავლენ, მაშინ მართლაც შესაძლებლობები გაიხსნება, ბაზარი გათავისუფლდება. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უცხოელი მესაკუთრეებისა და მწარმოებლების ჩანაცვლება ჩვენი მოქალაქეების მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი მათგანი იყენებს რუსულ პროდუქტებს, ეს სიმართლეა.
საზოგადოებრივი კვების უცხოელი მესაკუთრეები დაახლოებით 50-60 პროცენტით, ზოგჯერ 90-ითაც კი იყენებენ რუსულ პროდუქტებს და სწორსაც აკეთებენ, რადგან ხარისხი უკეთესია. ბევრად უკეთესია, ვიდრე იმავე ევროპაში, რადგან იქ გამოიყენება ზედმეტად ბევრი ქიმია, პესტიციდები და ასე შემდეგ. ჩვენთან ამ პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ნორმა უფრო მკაცრია“, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი