Logo

ვლადიმერ პუტინი – ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ თავიანთ მიზნებს, რომელიც კეთილშობილურია

მსოფლიო
443
Frontnews image description

უკრაინაში ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო, ეს იყო მხოლოდ დროის საკითხი, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ სტუმრობისას განაცხადა.

 

“მათ დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა; მათ დაიწყეს ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტების გაშენება, რაც იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო. სპეციალურად გაიზარდა ნეონაციზმის ნერგი და რუსეთის შეტაკება ამ ძალებთან გარდაუვალი იყო, მათ მხოლოდ შეტევის დრო აირჩიეს. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია. 

 

მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება. დონბასელ ხალხს, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ, აიძულეს ამის გაკეთება, რადგან, დასავლეთის გავლენით, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას“, – განაცხადა პუტინმა.

Advertisement