Logo

ვლადიმერ სტეფანიანი 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამართალი
208
Frontnews image description

შეიცვალა აღკვეთის ღონისძიება საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი. გირაოდ განისაზღვრა ორი მილიონი ლარი, - ამის შესახებ "კრისტალ ჯგუფის" მფლობელის ვლადიმერ სტეფანიანის ადვოკატმა თამარ მერლანიმ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საზღვრის კვეთა პროკურორის თანხმობის გარეშე აკრძალული აქვს.

"შეიცვალა აღკვეთის ღონისძიება საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი. გირაოდ განისაზღვრა ორი მილიონი ლარი. 

დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა, მე შევიტანე შუამდგომლობა სასამართლოში, გირაოს ოდენობაც ჩვენი შეთავაზებულია. 

გამოკითხვაში მონაწილეობა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა თუ აღიქმება თანამშრომლობად, კი ბატონო. 

საზღვრის კვეთა პროკურორის თანხმობის გარეშე აკრძალული აქვს", - განაცხადა თამარ მერლანიმ.

გამოძიება ბიზნესმენს ბაკურიანში სასტუმრო კომპლექსის უნებართვო მშენებლობასა და უკანონოდ აშენებული ობიექტების გასხვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე ვლადიმერ სტეფანიანმა კანონის გვერდის ავლით ბაკურიანში, ჯამში 5 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ჩადგა, ააშენა სასრიალო ტრასები, ტობოგანი და საბაგიროები. ბაკურიანის განვითარების სააგენტომ კანონდარღვევისთვის სტეფანიანი რამდენჯერმე დააჯარიმა კიდეც, თუმცა ფაქტია, რომ ამას მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია.

Advertisement