ვლადიმერ ზელენსკი – არ არსებობს არავითარი იმედი, რომ რუსეთი თავისით შეჩერდება, ეს უნდა ვაიძულოთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, არ არსებობს იმედი, რომ რუსეთი თავისთავად გაჩერდება – ეს მას მხოლოდ უნდა აიძულონ.
“არ არსებობს და არც შეიძლება იყოს იმედი, რომ რუსეთი უბრალოდ თავისთავად გაჩერდება. არ არსებობს და არ შეიძლება იყოს იმედი იმისა, რომ გონიერება გაიმარჯვებს და რუსეთის ხელმძღვანელობა უბრალოდ უარს იტყვის ამ ომის გაგრძელებაზე. რუსეთს ეს უნდა ვაიძულოთ. რუსეთს შეიძლება მხოლოდ ვაიძულოთ მშვიდობის ძიება, ხალხის დაცინვის შეწყვეტა, ვაიძულოთ პატივი სცენ მეზობელი ხალხების დამოუკიდებელ ცხოვრებას, ვაიძულოთ დატოვონ უკრაინის ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკვე გამოყენებული უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, ის „ჯერ კიდევ ვერ გრძნობს, რომ უნდა შეჩერდეს“.
“ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. და არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე. აუცილებელია რუსული ბანკების კავშირის სრული გაწყვეტა მსოფლიო ფინანსურ სისტემასთან. აუცილებელია რუსეთის ენერგორესურსების, პირველ რიგში, ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა. მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ გლობალურმა კომპანიებმა შეწყვიტონ ამ ბარბაროსული ძალაუფლების სპონსორობა, რომელსაც სჯერა, რომ მას აქვს უფლება გაანადგუროს ადამიანების სიცოცხლე, რომელსაც სჯერა, რომ აქვს უფლება დათესოს სიღარიბე, უკანონობა და სიკვდილი მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „რუსეთი უკვე იქამდეც მივიდა, რომ რუსეთი ღიად აშანტაჟებს მსოფლიოს ბირთვული და ქიმიური იარაღით“.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი