ვლადიმერ ზელენსკი – ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით, შეაჩერეთ ომი


ავტორი
Front News საქართველო
მოგმართავთ სამი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც რუსეთი დაუნდობლად ბომბავს ჩვენ ქალაქებს და ანადგურებს ყველაფერს – სკოლებს, საავადმყოფოებს, ეკლესიებს. ამ სამი კვირის განმავლობაში 108 ბავშვი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, სანქციები კი საკმარისი არაა, სანქციები დაგვიანებულია, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ გერმანულ კომპანიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებმაც, მისი თქმით, მორალური ვალდებულება რუსულ ფულზე მაღლა დააყენეს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენს ქვეყანაში არაერთი კომპანია ისევ ინარჩუნებს კავშირს რუსეთთან, ასე ხდება არაერთ სხვა ქვეყანაშიც. სამწუხაროდ, ყველა ვერ ხედავს, რა ხდება უკრაინაში, რადგან ჩვენს შორის ხელოვნურად კედელია აღმართულია. თქვენ შესანიშნავად იცით, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს კედლის აღმართვა. უკრაინაში რუსული ბომბები ცვივა და მას ხალხი ეწირება. ხალხი იბრძვის, ყველა იბრძვის. ძვირფასო გერმანელებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარება, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა ევროპაში. ესაა ახალი მსოფლიო ომის გარიჟრაჟი. ჩვენ გთხოვდით, რომ შეგეშვით ნატო-ში, მაგრამ გვითხარით, რომ ჯერ გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს. გააჭიანურეთ უკრაინის მიღება ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკა, მესმის, მაგრამ ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ ამ კედლებს ჩვენს შორის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ომის ხანა დააბრუნა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან გერმანელ პოლიტიკოსებსა და დეპუტატებს მოუწოდა, რომ უკრაინელებსა და ევროკავშირს შორის აღმართული წარმოსახვითი კედელი გერმანიის მთავრობამ ჩამოანგრიოს.
“ყველასთვის ცნობილი, მეორე მსოფლიო ომის დროს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებიდან 80 წლის თავზე, როცა პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ მსოფლიომ ეს აღარ უნდა დაუშვას, ვხედავთ საზარელ სურათს უკრაინაში, ვხედავთ, როგორ ანადგურებს ერთი ერი მეორე ერს. რატომ გაფართოვდა თავის დროზე ნატო აღმოსავლეთით?! იმისთვის, რომ დაეცვათ ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოება რუსული აგრესიისგან, მაგრამ ახლა ჩვენ ინტერვენციის მსხვერპლი ვართ. მადლობა გერმანიის ყველა მოქალაქეს, ვინც ლოცულობს უკრაინელებისთვის. მადლობა გერმანულ კომპანიებს, რომელთაც მორალური ფასეულობები ფულზე მაღლა დააყენეს. მადლობა მათ, ვისაც ესმის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა ბერლინში, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და ახლა მე მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით. შეაჩერეთ ომი. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს