Logo

ვლადიმერ ზელენსკი – ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლო წვეთამდე, დავისვენებთ მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ

უკრაინა
23.03.2022 / 10:10
Frontnews image description

ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა დონეზე, რომ რუსეთს ამ სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ. მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურად მონაწილეობენ. ეს ძალიან რთული, ზოგჯერ სკანდალურია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, – ამის შესახებ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს.

 

“ყველა დაისჯება, ვინც ჩვენს ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს. მინდა მივმართო ყველა პილოტს, რომელიც თავისი ხელმძღვანელობის ბრძანებებს უკრაინელი ხალხის დაბომბვასთან დაკავშირებით ასრულებს, აუცილებლად დაისჯებით, რადგან ეს დანაშაულია. დღეს დაისჯებით თუ ხვალ, დრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ეს აუცილებლად მოხდება. 

 

მადლობელი ვარ თითოეული ევროპელის, რომელიც უკრაინის სიმართლისა და მშვიდობისთვის იბრძვის და მოსკოვს ომის რეალობას აჩვენებს. 

 

მიმდინარე კვირას სამი მნიშვნელოვანი სამიტია, დიდი შვიდეულის, ნატოსა და ევროკავშირის. გველოდება ახალი სანქციები და ახალი დახმარება. გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლო წვეთამდე, სრული ენერგიით, რათა ამ სამიტებზე შედეგებს მივაღწიოთ. დავისვენებთ მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, გამარჯვება კი აუცილებლად ჩვენს მხარეს იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ. 

Advertisement