Logo

ვლადიმერ ზელენსკი – ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებს შევქმნით, რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ სიცოცხლე

უკრაინა
1376
Frontnews image description

ხვალ თუ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ და არა იმისთვის, რომ ვითამაშოთ ჩვენი სიცოცხლით, არამედ სერიოზულად, ჩვენ გავწევრიანდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინა გახდებოდა ნატო-ს წევრი, მაგრამ ალიანსი ამისთვის მზად არ არის.

 

“უკრაინას არ აქვს ქვეყნების სია, რომლებსაც გარანტორად დადგომა შეუძლიათ. ხვალ თუ ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ, არ ითამაშებენ ჩვენი სიცოცხლით, არამედ სერიოზულად შემოგვთავაზებენ, ჩვენ გავწევრიანდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდება და სამწუხაროდ, არ მოხდა. ამიტომ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებს შევქმნით, რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement