Logo

ვლადიმერ ზელენსკი – დადგა გადამწყვეტი მომენტი უკრაინის ევროკავშირში მისაღებად

უკრაინა
26.02.2022 / 12:57
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, დადგა გადამწყვეტი მომენტი უკრაინის ევროკავშირში მისაღებად.

 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში.

 

“ეს არის გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან განვიხილე შემდგომი ქმედითი დახმარება და უკრაინელების გმირული ბრძოლა თავისუფალი მომავლისთვის”, – წერს ზელენსკი.

Advertisement