Logo

ვლადიმერ ზელენსკი – იპოვეთ გზა, რომ უკრაინის ცა იყოს უსაფრთხო, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი სახელმწიფოს და ხალხის სიდიადე გავალდებულებთ

უკრაინა
08.03.2022 / 22:18
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტს მოუწოდა, გახადონ უკრაინის ცა უსაფრთხო.

 

ამის შესახებ მან ბრიტანეთის პარლამენტისადმი ონლაინ მიმართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინა არასოდეს დანებდება.

 

“ჩვენ არ დავნებდებით, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით – ცივილიზაციის, დიდი ქვეყნების ცივილიზაციის, თქვენი მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობელი ვართ და რისი იმედიც გვაქვს. და განსაკუთრებით მადლობა თქვენ ბორის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი), ჩემო მეგობარო“, – განაცხადა  ზელენსკიმ.

 

მან დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

 

“გაამკაცრეთ სანქციები ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საბოლოოდ აღიარეთ იგი ტერორისტულ სახელმწიფოდ. იპოვეთ გზა, რომ ჩვენი, უკრაინის ცა იყოს უსაფრთხო. გააკეთეთ ის, რაც შეგიძლია, რაც უნდა გააკეთოთ, რასაც თქვენი სახელმწიფო და თქვენი ხალხის სიდიადე გავალდებულებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკის თქმით, მიუხედავად დამპყრობლების ტერორისა, უკრაინა იცავს ხალხს, თავისუფლებას, მიუხედავად მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმიის დარტყმისა, მიუხედავად ღია ცისა, რომელიც  „კვლავ ღიაა რუსული რაკეტებისთვის, თვითმფრინავებისთვის,  ვერტმფრენებისთვის“.

 

“უკრაინა არასოდეს დანებდება და არ წააგებს, ჩვენ ბოლომდე წავალთ, ვიბრძოლებთ ზღვაზე, ვიბრძოლებთ ჰაერში, დავიცავთ ჩვენს მიწას, როგორიც არ უნდა იყოს ამის ფასი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას ბრიტანეთის პარლამენტი ფეხზე წამომდგარი, ტაშით შეხვდა.

Advertisement