Logo

ვლადიმერ ზელენსკი – მადლობა გოგონას, რომელიც რუსეთის პირველ არხზე ომის წინააღმდეგ პლაკატით გამოვიდა

უკრაინა
15.03.2022 / 04:40
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა რუსებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაპროტესტების არ ეშინიათ.

 

“მადლობელი ვარ იმ რუსების, რომლებიც ებრძვიან დეზინფორმაციას და სიმართლეს ამბობენ, რეალურ ფაქტებს უყვებიან მეგობრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. მადლობა პირადად იმ გოგონას, რომელიც რუსეთის პირველ არხზე ომის წინააღმდეგ პლაკატით გამოვიდა. მადლობა ყველას, ვისაც არ ეშინია პროტესტის გამოხატვა. სანამ თქვენი ქვეყანა მთლიანად არ დაიხურება მთელი მსოფლიოსგან და გადაიქცევა ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად, თქვენ უნდა იბრძოლოთ, არ უნდა დაკარგოთ თქვენი შანსი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს სტუდიაში პლაკატით „არა ომს“ შევიდა. პლაკატზე შემდეგი შინაარსის წარწერა იყო – „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ”. ის ამ დროისთვის დაკავებულია. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები