
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა ღარიბაშვილთან საუბრისას უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დაისვა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
“პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების გამოყენების დაუშვებლობას.
ვლადიმერ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის დედისა და ახლობლებისთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.
უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაურმა ასევე სთხოვა განიხილოს მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების შესაძლებლობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
“უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს