ვლადიმერ ზელენსკი – მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს


ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიოს ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ოკუპანტი ქვეყანა ადამიანების სიცოცხლეს არ აფასებს, – ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“არა მხოლოდ მე, მთელი მსოფლიო, ყველა ქვეყანა უნდა იყოს შეშფოთებული, რადგან ეს შეიძლება, არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება, იყოს სიმართლე. მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს ეხება მთელ მსოფლიოს და ყველა მზად უნდა იყოს.
“უნდა ვიფიქროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, მზად უნდა ვიყოთ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი