Logo

ვლადიმერ ზელენსკი – მსოფლიო უყურებდა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოში, არც მთელი დნესტრისპირეთის მიტაცება

უკრაინა
306
Frontnews image description

მსოფლიო უყურებდა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოში, არც მთელი დნესტრისპირეთის მიტაცება მოლდოვისგან, არც ის, როგორ ამზადებდა რუსეთი საფუძველს მათ საზღვრებთან ომისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.

“აგრესია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მშვიდობით. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. ხოცვა-ჟლეტას სომალიში, ავღანეთში, იემენსა და ლიბიაში რომ ერთხელ მაინც მიეღო სათანადო პასუხი, ის შეწყვეტილი იქნებოდა და მსოფლიო შეიცვლებოდა. ალბათ, არ იქნებოდა ომი ჩემს ქვეყანაში, ომი ჩემი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ. 

Advertisement