ვლადიმერ ზელენსკი – ომის დაწყებიდან დღემდე 3 000-მდე უკრაინელი სამხედრო დავკარგეთ


ავტორი
Front News საქართველო
ომის დაწყებიდან დღემდე 3000-მდე უკრაინელი სამხედროა მოკლული. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენი ინფორმაციით, 2500-დან 3000-მდე სამხედრო დავკარგეთ. კიდევ 10 000 სამხედრო დაჭრილია და რთულია იმის თქმა, რამდენი მათგანი გადარჩება. შედარებისთვის, რუსეთმა ომში უკვე 19-20 ათასი სამხედრო დაკარგა“, – აცხადებს ზელენსკი.
მან ასევე ისაუბრა მოკლულ სამოქალაქო პირებზე და განაცხადა, რომ მათი ზუსტი რიცხვის განსაზღვრა რთულია.
“ძალიან რთულია მშვიდობიანი მოსახლეობაზე საუბარი, რადგან ჩვენი ქვეყნის სამხრეთი, სადაც ჩვენი ქვეყნის ქალაქები და სოფლები ბლოკირებულია – ხერსონი, ბერდიანსკი, უფრო აღმოსავლეთით მარიუპოლი და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, – ჩვენ უბრალოდ არ ვიცი რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ ზონაში, რომელიც დაბლოკილია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ვლადიმერ ზელენსკი – ომის დაწყებიდან უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს

უკრაინის გენშტაბი – ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია რუსეთის 18 000-ზე მეტი დრონი და 20 000 საარტილერიო სისტემა

რუსული სისასტიკე, სისხლი, ტკივილი და უდრეკი წინააღმდეგობა – უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა