ვლადიმერ ზელენსკი – ომის დაწყებიდან უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
ომის დაწყებიდან უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ესტონეთის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.
“დღეისთვის 500 000-ზე მეტი უკრაინელი იძულებით გადაადგილებულია. წარმოიდგინეთ, ეს რამდენია. ეს არის, ოკუპანტებს მიზნად რომ დაესახათ მთელი ტალინის გაყვანა, მთელი ქალაქის. ეს თქვენი მოქალაქეების მესამედია. ევროკავშირს აქვს ძალა ამის შეჩერების უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ეს ძალა. ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს იძულებით წაყვანილ უკრაინელებს, ვიდრე არ დააბრუნებს ათასობით მოპარულ ბავშვს, მან არ უნდა მიიღოს ფული ევროპული სახელმწიფოებიდან და კომპანიებისგან. ევროკავშირს არ აქვს უფლება იყოს დეპორტაციის სპონსორი. უკრაინამ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ომის შემდგომ აღდგენაზე, როცა რუსეთი წააგებს და ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ რუსეთს და მსოფლიოს სხვა პოტენციურ რევანშისტებს, რომ ომი არ მოიტანს წინასწარ დაგეგმილ შედეგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დეპორტირებულ უკრაინელებს საბუთებთან ერთად ართმევენ ყველაფერს, მათ შორის ტელეფონებს.
“ისინი ცდილობენ გადაიყვანონ ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის შორეულ რაიონებში. უკრაინაში დაბრუნების მცდელობა ყველანაირად შეფერხებულია. ბავშვებს მშობლებს ართმევენ და სურთ უკანონო შვილად აყვანის მიზნით რუსულ ოჯახებში გაგზავნონ. ათიათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა უკრაინის ქალაქებში რუსული დაბომბვების შედეგად. საცხოვრებელი რაიონებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რუსული არმია იყენებს ყველა სახის არტილერიას, ყველა ტიპის რაკეტას, საჰაერო ბომბებს, კერძოდ, ფოსფორის ბომბებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ვლადიმერ ზელენსკი – ომის დაწყებიდან დღემდე 3 000-მდე უკრაინელი სამხედრო დავკარგეთ

ანდრეი კასიანოვი – დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქე იმყოფება

რუსული სისასტიკე, სისხლი, ტკივილი და უდრეკი წინააღმდეგობა – უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა