ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინა მზად არის, წავიდეს დათმობაზე ნეიტრალურ და არაბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მზად არის, წავიდეს დათმობაზე ნეიტრალურ სტატუსთან და ქვეყნის არაბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით, რუსეთმა ომი სწორედ ამიტომ დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსულ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სწორედ ნეიტრალური სტატუსი და არაბირთვული სტატუსი იყო რუსეთის პირველი პრინციპული პუნქტი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას შეუძლია, რეფერენდუმზე მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ სტატუსზე, მაგრამ კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.
“ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს ქაღალდი გადაიზარდოს სერიოზულ შეთანხმებაში, რომელსაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების ყველა გარანტორი იქ, სადაც არის უსაფრთხოების გარანტიების პუნქტები. ეს უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტიები ქვეყნების პარლამენტების მიერ. და უკრაინაში რეფერენდუმი უნდა იყოს. კონვენციის თვალსაზრისით, არავინ არასოდეს ჩათვლის ამ რეფერენდუმის შედეგებს, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე არის ჯარები, შეიარაღებული უკანონო ფორმირებები ან სხვა სახელმწიფოს კანონიერი ფორმირებები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ეს შეუძლებელია. ჯარები უნდა გაიყვანონ, გარანტიებს ყველა მოაწერს ხელს და ეს ყველაფერი გააგრძელებს მუშაობას. შემდგომი რატიფიცირება პარლამენტებში, რეფერენდუმი რამდენიმე თვეში და შემდეგ ცვლილებები კონსტიტუციაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი