Logo

ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას საკმარისი გამბედაობა არ ყოფნის, შესაბამისი შეიარაღება გადმოგვცენ

უკრაინა
1312
Frontnews image description

უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ გამოიჩინა, იარაღი გადასცეს უკრაინას. შიში თანამზრახველად გაქცევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაანცხადა.

 

მორიგ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ დასავლეთს სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და ქვეყანაში არსებული ვითარება შეაჯამა.

 

“თუ ვინმეს ეშინია რუსეთის, თუ მას ეშინია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, განსაკუთრებით ვერტმფრენების, ტანკების, საჭირო არტილერიის, ჭურვების ჩვენთვის მოწოდებისას, ეს ამ ხალხის პასუხისმგებლობას აყენებს, რუსეთის მიერ შექმნილ კატასტროფაზე, რადგან თუ შეგიძლია გადარჩენა, უნდა გადაარჩინო”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკის თქმით, კვირის განმავლობაში ის პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებში სიტყვით გამოსვლას გეგმავს, მათ შორის დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საბერძნეთისა და ავსტრალიის საკანონმდებლო ორგანოებში.

 

“მნიშვნელოვანია, ეს იყოს არა უბრალოდ გამოსვლა პოლიტიკოსების წინაშე, არამედ საზოგადოებების წინაშე, მილიონობით ადამიანის წინაშე, რომლებსაც სურთ უკრაინის მოსმენა, მზად არიან, მოუსმინონ მას, რათა დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ, რომლებიც გრძნობენ, რომ ჩვენ საერთო თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ის ერთია დედამიწაზე ყველა ადამიანისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ

Advertisement