ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინის წინააღმდეგ თითქმის მთელი რუსული არმია იბრძვის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა შესაძლებლობას იყენებს.
მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი არმიის თითქმის მთელი პირადი შემადგენლობა შეიყვანა.
“უკრაინის მოქალაქეებო, მტერმა თავისი ჯარის აბსოლუტური უმრავლესობა შემოიყვანა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თითქმის მთელი რუსული არმია იბრძვის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინელები 9 დღეა, გმირულ წინააღმდეგობას უწევენ აგრესორს და იცავენ ჩვენს ქვეყანას ამ შემოჭრისგან. უკრაინის ქალაქებს ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ასეთი არაადამიანური სისასტიკე არ უნახავთ. ჩერნიგოვი, ახტირკა, მარიუპოლი, ხარკოვი – მიზანმიმართულად ანადგურებენ ხალხს, საცხოვრებელ უბნებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა