ვლადიმერ ზელენსკი – ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოვიდნენ კიევში


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის ყველა მეგობარს კიევში იწვევა.
“ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოვიდნენ კიევში. აქ შესაძლოა საშიშია, რადგან ჩვენი ცა რუსული თვითმფრინავებისთვის და რაკეტებისთვის ჯერ კიდევ არ არის ჩაკეტილი. ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.
ჩვენ არ მიგვიღია თვითმფრინავები, მაგრამ თქვენ ზუსტად იცით, რომ მსოფლიოში ყველას ყურადღება ახლა ჩვენს დედაქალაქზე და უკრაინელ ხალხზეა. ყველა, ვინც ჩვენს გვერდითაა, მიიღებს მადლიერებას, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგანაც. ყველას, ვინც ჩვენს გვერდითაა, აქვს შანსი, ნამდვილი გმირი გახდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კიევში უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები და პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი იმყოფებიან.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ვლადიმერ ზელენსკი – მე აქ ვარ, ჩემი გუნდი ჩემთან არის, ვრჩები კიევში, არ ვიმალები, არავის მეშინია

ვლადიმერ ზელენსკი – ყველა მკვლელობა იქნება გამოძიებული, ყველა ჯალათს ვიპოვით, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით

ვლადიმერ ზელენსკი – ჩაკეტეთ ცა უკრაინის თავზე, თქვენ მხარს დაუჭერთ მკვლელობებს, თუ ამას არ გააკეთებთ