Logo

ვლადიმერ ზელენსკი – ზოგიერთი დასავლელი ლიდერი ამ ომს იქამდე არ დაიჯერებს, ვიდრე ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც თავად ზის

უკრაინა
12.03.2022 / 21:29
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ცის დახურვას ბოლო მომენტამდე დააყოვნებს.

 

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიდერი ამ ომს იქამდე არ დაიჯერებს, ვიდრე ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც თავად ზის, თუმცა ცხადია, არავის და ევროპის არცერთ ქვეყანას არ ვუსურვებ ჩვენ მდგომარეობაში ყოფნას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინის პარტნიორებს აქვთ ამის შესაძლებლობა – დახურონ ცა.

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცის დახურვა ასევე შესაძლებელია ანტისარაკეტო თავდაცვის წყალობით, რომელიც შეიძლება მიეწოდოს უკრაინას.

 

“ჩვენ უბრალოდ არ გვთხოვა: „დაგვეხმარეთ, მოგვეცით, გთხოვთ.“ ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ვიყიდოთ. მზად ვართ გამოვიტანოთ ჩვენი ბიუჯეტიდან ბოლო ფული და მივცეთ დაუყოვნებლივ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები