Logo

ვლადიმერ ზელენსკიმ “გმირი ქალაქის“ წოდება კიდევ 4 ქალაქს მიანიჭა

უკრაინა
25.03.2022 / 12:18
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „გმირი ქალაქის“ წოდება კიდევ 4 ქალაქს – ბუჩას, ირპენს, ახტირკას და ნიკოლაევს მიანიჭა. 

 

უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

 

“უკრაინის გმირი ქალაქის“ წოდება მიენიჭათ ქალაქებს – ბუჩა (კიევის ოლქი), ირპენი (კიევის ოლქი), ნიკოლაევი (ნიკოლაევის ოლქი) და ახტირკა (სუმის ოლქი)“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

 

“გმირი ქალაქის“ წოდება 7 მარტს ზელენსკის გადაწყვეტილებით ასევე მიენიჭათ ხარკოვს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს, გოსტომელს და ვოლნოვახას.

Advertisement