
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელის” ხელმძღვანელის მარინა გელაშვილის ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ვოკალური ჯგუფის “ონავრების” წევრებისთვის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ექსკურსია მოეწყო.
ასევე, ახალგაზრდებმა მოილოცეს მცხეთის სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტერი.
ვოკალური ჯგუფის წევრებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა ნესტან ბაგაურმა უმასპინძლა. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზდებმა დაათვალიერეს უძველესი ხელნაწერები თამარ მეფის კუთვნილი ,,ვანის სახარება”, აფხაზეთში გადაწერილი ,,მოქვის სახარება” და სულხან-საბა ორბელიანისეული ,,მცირე სჯულის კანონი”. ასევე, დაათვალიერეს გამოფენა ,,ივანე ნანუაშვილი – რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ”, ნახეს 3D ანიმაცია ,,ხელნაწერთა სამყაროში”.
ხელნაწერთა ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოეწყო შემდეგი აქტივობები: “ააწყე ევროპა” – მცირე ზომის და გიგანტური ზომის ფაზლების მეშვეობით გაიცნეს ვახუშტი ბაგრატიონი და მისი რუკები. შეეჯიბრნენ ფაზლების აწყობაში.
ასევე მოეწყო კალიგრაფიის მასტერკლასი, მათ შეისწავლეს კალიგრაფიის ხელოვნება ამოკაწვრის ტექნოლოგიით.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს