ვოლოდიმირ ზელენსკი 6 მარტს ევროკავშირის სამიტს დაესწრება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრის დროს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, სავარაუდოდ, დაადასტურებენ ბლოკის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
ევროკავშირის ლიდერები პირველად შეხვდებიან მას შემდეგ, რაც გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




