Logo

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

უკრაინა
169
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა.

დღეს დილით ზელენსკიმ გამოაქვეყნა მიმართვა უკრაინელებისადმი ხერსონის დეოკუპაციის მესამე წლისთავის აღსანიშნავად.

"ჩვენ გვახსოვს სიხარული, ცრემლები, ჩახუტება. მადლიერება, როდესაც ხედავ, როგორ ბრუნდება შენივე ხალხი. ოკუპანტები ხერსონიდან ჩვენი ხალხის ძალის წყალობით გაიქცნენ“, - დაწერა პრეზიდენტმა.

მან ასევე სახელმწიფო ჯილდოები გადასცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს, რომლებიც ხერსონში სამშობლოს ემსახურებიან.

მოგვიანებით ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო ხერსონის შესასვლელთან მდებარე სტელის წინ.

ხერსონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ 2022 წლის 2 მარტიდან იმყოფებოდა. რვა თვეზე მეტი დროებითი კონტროლის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სექტემბერში დაიწყეს ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია. 2022 წლის 11 ნოემბერს უკრაინული ჯარები ხერსონში შევიდნენ და ის უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა.

ეს იყო ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომლის დროებით აღებაც რუსულმა ჯარებმა შეძლეს. ოკუპაციის მიუხედავად, ქალაქი არ დანებდა - მცხოვრებლებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გამართეს და წინააღმდეგობა განაგრძეს.

Advertisement