ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, მომავალ კვირას დონალდ ტრამპს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების დასასრულებლად შეხვდეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, მომავალ კვირას ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების დასასრულებლად შეხვდეს, - ინფორმაციას Axios ავრცელებს.
გამოცემა უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ არსებობს შესაძლებლობა, ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის ტრამპთან შესახვედრად და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების დასასრულებლად ეწვიოს.
Axios ასევე წერს, რომ არ არის გამორიცხული, ორ ლიდერს შორის შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს შედგეს, რომელიც იანვარში გაიმართება.
8 იანვარს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტი, ფაქტობრივად, მზადაა. შემდეგი ნაბიჯი მისი უმაღლეს დონეზე დასრულება იქნება.
7 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ პარიზში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს, უკრაინისა და ამერიკის წარმომადგენლები ლიდერების დონეზე შემდგომ კონტაქტებზე შეთანხმდნენ და ომის დასრულების გეგმის ძირითადი ელემენტები განიხილეს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




