ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა.
ზელენსკის განკარგულების თანახმად, ნინო ქათამაძეს ჯილდო “სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის” გადაეცა.
ნინო ქათამაძე ხშირად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს კიევში. რუსული ჯარების უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მან უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ფონდი დააარსა.
თაგები:
ნინო ქათამაძე




