ვოლფგანგ იშინგერი გერმანიაში უკრაინის ელჩს – მყვირალა ლოზუნგებით უკრაინის საქმეს ზიანი შეიძლება მიაყენოთ


ავტორი
Front News საქართველო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონდის საბჭოს პრეზიდენტი, ვოლფგანგ იშინგერი გერმანიაში უკრაინის ელჩს ეხმაურება, რომელმაც გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს „შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი“ უწოდა.
“ძვირფასო ანდრეი, სჯობს ერთი წამით შეჩერდეთ. თქვენ ხართ აქ [გერმანიაში] აკრედიტებული ელჩი და მყვირალა ლოზუნგებით უკრაინის საქმეს ზიანი შეიძლება მიაყენოთ. წლების წინ, რიჩარდ გრენელს [ამერიკელი დიპლომატი] ვურჩიე: „ახსენით თქვენი ქვეყნის პოლიტიკა, მაგრამ არ შეეცადოთ უთხრათ მასპინძელ ქვეყანას რა უნდა გააკეთოს“, – წერს იშინგერი Twitter-ზე.
3 მაისს, გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს „შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი“ უწოდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს