
ავტორი
Front News საქართველო
“ვოლტის” კურიერები გაიფიცნენ. ისინი ვარდების მოედანზე არიან შეკრებილები.
კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების მომატებას ითხოვენ.
“ჩვენი მოთხოვნაა ჩვენი ტარიფების აწევა. ბევრი ხარვეზია, რის შედეგადაც ჩვენ გვაკლდება შემოსავალი, ისედაც დაბალი შემოსავალი გვაქვს. ხარვეზებია კილომეტრების ცდომილება, რომელიც თითქმის ყველა შეკვეთაზე ხდება. რამდენიმე თვეა, გვეუბნებიან, რომ გაასწორებენ, თუმცა არ სწორდება. რამდენიმე დღე ჰქონდათ პასუხისთვის, არანაირი რეაგირება არ ხდება მათი მხრიდან.
თუ არ დაკმაყოფილდება მოვილაპარაკებთ, როგორ წავიყვანოთ ჩვენი საქმე”, – განაცხადა ერთ-ერთმა კურიერმა.
“აქვთ იმის რესურსი, რომ მოგვიმატონ ტარიფები, იმიტომ რომ ბევრ რისკთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული ჩვენი მომსახურება. სიცივეში, წვიმაში, ყინვაში, მტვერსა და უბედურებაში დავდივართ, გვინდა მოგვიმატონ ტარიფები და დაგვაფასონ ჩვენც, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოვილაპარაკებთ როგორ გავაგრძელოთ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა კურიერმა.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს