Logo

“ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დიალოგი იყოს წარმატებული”

საზოგადოება
314
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები გაკეთდა.

მისი თქმით, კრიზისიდან გამოსასვლელად კი მთავარი ნაბიჯები სწორედ ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

"ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ოპოზიციას არ ხელეწიფება მაგალითად პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ოპოზიციას არ აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სისტემის რეფორმა, ვგულისხმობ არჩევნებთან მიმართებაში, შესაბამისად, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დიალოგი იყოს წარმატებული", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თაგები:

Advertisement