Logo

“ვფიქრობ, გარკვეული პაუზა ავიღო”

საზოგადოება
891
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ პარტიული საქმიანობიდან გარკვეული პაუზა უნდა აიღოს.

"მე ვფიქრობ, გარკვეული პაუზა ავიღო, პარტიის მუშაობაში მე ამ ეტაპზე მონაწილეობას არ მივიღებ. ცხადია, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოლაპარაკებებში მონაწილეობას ვეღარ მივიღებ. ვფიქრობ, რომ დღეს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ შეცდომა დაუშვა, როცა ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. 

რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, ყველამ თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ მას შემდეგ შევლენ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს", – განაცხადა სამადაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაციას პარლამენტში მის გვერდით დაჯდომა მოუწევს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები