“ვფიქრობ, მხარეებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება”

ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა.
დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება.
"მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. ვფიქრობ, მხარეებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია", – განაცხადა დანიელსონმა.
შვედი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში ამ დროისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. გარდა ამისა, დანიელსონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


