Logo

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება სამომავლოდ დიალოგის ფორმატი”

საზოგადოება
1192
Frontnews image description

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება სამომავლოდ დიალოგის ფორმატი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო.

მისი თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა.

„გუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად არ გულისხმობს შეთანხმების მისაღწევად შანსების გაზრდას. ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს. როგორც ვიცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილის მოუხედავად ბოიკოტს ინარჩუნებს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ვაწყდებით სირთულეებს, სადაც არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები ვმუშაობთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ასევე ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება სამომავლოდ დიალოგის ფორმატი“, – განაცხადა ჰარცელმა.

თაგები:

Advertisement