
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს და ჩატარდეს "იდეების პრაიმერისი".
"ჩვენ ვიცით უკეთ, როგორ ჩატარდა ეს არჩევნები, იმიტომ რომ სამწუხაროდ, საერთაშორისო დამკვირებლები პრაქტიკულად არ ყოფილან საქართველოში და ვინც კი აკვირდებოდა ქართველი, პოლიტიკოსი იქნებოდა, პარტია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველამ ერთად, "ქოცების" გარდა თქვა, რომ ეს იყო საოცარი დარღვევებით, ძალადობით ჩატარებული არჩევნები. ეს ასე იყო 6 თვის, წინ, ორი თვის წინ, ასე არის ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტია, რომელთა შორის ზოგიერთი შეცდა, ზოგიერთი გატყდა და ზოგიერთი გაიყიდა, შევიდა პარლამენტში.
ის, თუ რა უნდა გააკეთოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", შევიდეს თუ არშევიდეს პარლამენტში, უნდა გადაწყვიტოს ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა და ამის შესანიშნავი პრაქტიკა უკვე გვაქვს, როდესაც ჩვენ ჩავატარეთ პიროვნებებთან დაკავშირებით პრაიმერისი და ორი შესანიშნავი კანდიდატურიდან ავიჩიეთ ერთი თავმჯდომარედ. მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა საბჭომ სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ ახლა ჩავატაროთ იდეების პრაიმერისი", – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს